საწრეო მუშაობის პროგრამა

საწრეო მუშაობის პროგრამა

პროგრამა „ჩვენი საზოგადოება“ შედგება 5 გაკვეთილისგან,რომელსაც თან ერთვის სპეციალური მასალების ნაკრები და დამატებითი აქტივობები.
მე-6 გაკვეთილი ჩავატარე შემაჯამებელი გკვეთილი.
პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
ü დაახასიათონ საზოგადოება;
ü გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული პროფესიები და გააცნობიერონ თითოეული სამუშაოებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარი;
ü გააცნობიერონ, როგორ ეხმარება საზოგადოებას კერძო და სახელმწიფო სამსახური;
ü ახსნან, თუ როგორ უწყობს ხელს საგადასახადო სისტემა სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას;
ü გაიაზრონ ხმის მიცემის პროცესი,როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების ქმედება და წვლილი საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
ü აღწერონ ფულის მიმოქცევა საზოგადოების ეკონომიკაში.



გაკვეთილი 1   (შეხვედრის დრო : 23.03.2017წ.  15:45;  შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წთ.)
ადამიანები ერთად მუშაობენ საზოგადოებაში.
მოსწავლეები სწავლობენ ,რა არის საზოგადოება და ეცნობიან საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა სამუშაოს.
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·       დაახასიათონ საზოგადოება;
·       აღწერონ  ადამიანებს  როგორ შეაქვთ წვლილი    საზოგადოებაში და როგორ სწავლობენ               საზოგადოებისგან;  .
·       გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა პროფესია  და გააცნობიერონ ყოველი მათგანისათვის საჭირო  უნარები;
მასალები:
§  1 პროგრამის პოსტერი;
§  7 საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათი(1-7);
§  1 ბარათის დასტა „პროფესიები“;
§  1 სათამაშო ქვების შეკვრა (18 ცალი);
§  30 მაგნიტიანი ბარათი;
§  30 ფანქარი;



გაკვეთილი 2 . (შეხვედრის დრო: 30.03.2017წ;   15:45 შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი)
ტკბილი დონატები
მოსწავლეები სწავლობენ, რომ მუშაკები,რომლებიც აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას, საკუთარი შრომის სანაცვლოდ იღებენ ფულს.
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·       განმარტონ ტერმინები: „წარმოების პროცესი“ , „პროდუქტი|“ , „საქონელი“ ,  „მომსახურება“;
·       ინოვაციურად მიუდგნენ პროდუქციის წარმოების პროცესს;
·       ახსნან, რომ საზოგადოების წევრები, ადამიანები, ფულს შრომის შედეგად იღებენ;

მასალები:
§  1პროგრამის პოსტერი;
§  7 საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათი (8-14);
§  1 ტკბილი დონატიების წარმოების პოსტერი(36 დონატის ფურცელი);
§  12 სტიკერების ფურცელი „ინგრეიენტები“;
§  30 მოსწავლის რვეული;
§  ფერადი ფანქრები;


გაკვეთილი 3. (შეხვედრის დრო:06.04.2017წ; 15:45 შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი)
კერძო და საჯარო სამსახურები
მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ მოძრაობს სამსახურსი არებული ფული საზოგადოებაში და როგორი გავლენა აქვს ამ ფულს ადამიანებზე, ბიზნესებსა და მთავრობაზე.
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·       განსაზღვრონ და ერთმანეთისგან განასხვაონ კერძო და საჯარო სამსახურები;
·       ახსნან,თუ როგორ ეხმარება გადასახადები საჯარო მომსახურების მიწოდებას.

მასალები:
§  1პროგრამის პოსტერი;
§  2საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათი (15-16);
§  1 ბარათების დასტა „პროფესიები“(32 ბარათი);
§  30 სამუშაო ფურცელი „როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება“;
§  30სტიკერების ფურცელი „ბიზნესები“
§  1 სამკერდე ნიშანი „გადასახადების ამკრეფი“
§  16 სათამაშო 5-ლარიანი კუპიურების ფურცელი;
§  30 ფანქარი;

გაკვეთილი 4. (შეხვედრის დრო:13.04.2017წ; 15:45 შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი)
მოდი ,მივცეთ ხმა!
მოსწავლეები მონაწილეობენ გადაწყვეტილებაში,რომელიც სასარგებლო იქნება სკოლის საზოგადოებისთვის. ისინი აძლევენ ხმას პირადი არჩევანის გამოსახატად და უმრავლესობის ნების გამორკვევის მიზნით.
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·       პრაქტიკულად გაიარონ გადაწყვეტილების მირების პროცესი;
·       გააცნობიერონ, რომ ხმის მიცემა არის მოქალაქის ქმედება და შეიტანონ წვლილი საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მასალები:
§  1პროგრამის პოსტერი;
§  4 საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათი (17-20);
§  1 სტიკერების ფურცელი „მე მივეცი ხმა“
§  1 სქემა „გადაწყვეტილწბის ხე“
§  30 სამუშაო ფურცელი „მიიღე გადაწყვეტილება“
§  5 საარჩევნო ბიულეტენის ფურცელი (30 ბიულეტენი)
§  30 ფანქარი

გაკვეთილი 5. (შეხვედრის დრო:03.05.2017წ; 15:45 შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი)
საზოგადოებაში ფულის მიმოქცევა
მოსწავლეები შეისწავლიან ფულის მოძრაობას საზოგადოებაში
მიზნები:
·       გაარჩიონ ერთმანეთისაგან ფულის სახეობები
·       აღწერონ ფულის მიმოქცევის პროცესი საზოგადოების ეკონომიკაში.
მასალები:
§  1პროგრამის პოსტერი;
§  2 საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათი (21-22);
§  15 ფურცელი „ფულის ბარათები“
§  30 მოსწავლის რვეული(რომელშიც არის სიმრერის „ფული ბრუნავს“ტექსტი)
§  მუსიკალური CD
§  1 დიდი ოცთეთრიანის ბარათი
§  1 ბიზნესების სამაგიდო ბარათების ნაკრები
§  30 სერტიფიკატი
§  30 ფანქარი.

გაკვეთილი 6. (შეხვედრის დრო:01.06.2017წ; 15:45 შეხვედრის ხანგრძლივობა 45 წუთი)
ჩვენი საზოგადოება (შემაჯამებელი  გაკვეთილი)                

მოსწავლეები გაიხსენებენ რა არის საზოგადოება,საკვანძო ტერმინებს, პროფესიებს,წარმოებას,განასხვავებენ კერძო და საჯარო სამსახურს. ფულის ბრუნვას საზოგადოებაში.
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
·       დაახასიათონ საზოგადოება
·       საკვანზო ტერმინების განმარტებას
·       გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა პროფესია  და გააცნობიერონ ყოველი მათგანისათვის საჭირო  უნარები;
·       განსაზღვრონ და ერთმანეთისგან განასხვაონ კერძო და საჯარო სამსახურები;
·       გაარჩიონ ერთმანეთისაგან ფულის სახეობები
·       აღწერონ წარმოებისა და ფულის მიმოქცევის პროცესი საზოგადოების ეკონომიკაში.

მასალები:
§  1პროგრამის პოსტერი;
§  22საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათი (1-22);
§  ბარათის დასტა „პროფესიები“;
§  მუსიკალური CD
§  1 დიდი ოცთეთრიანის ბარათი
§  1 ბიზნესების სამაგიდო ბარათების ნაკრები




Comments

Popular posts from this blog

მეექვსე დღის რეფლექსია

მასწავლებლის რეფლექსია

მესამე დღის რეფლექსია