ბიზნესის უნარ-ჩვებების პროგრამა დაწყებით განათლებაში

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა   დაწყებით განათლებაში

         პროგრამის მიზანია მოსწავლეებისთვის იმ უნარების განვითარება, რომლის  საფუძველზეც ისინი მომავალის ეკონომიკის განვითარებას შეძლებენ.
        ამ პროგრამის პარტნიორი G-priEd-თან ერთად ჯუნიორ ეჩივმენტი (JA) დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ბიზნესის საჭირო უნარების,სააზროვნო და პრაქტიკული  ჩვევების განვითარების შესაძლებლობებს,რაც ხელს შეუწყობს მათ მომზადებას საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად. ეს პროგრამა დაფუძნებულია და მოიცავს : დასაქმებისათვის მზაობას,ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის უნარების განვითარებას.
        ჩემი საწრეო მუშაობა ეხება კურსს,რომელსაც ჰქვია „ჩვენი საზოგადოება“. ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც  ხელს უწყობს დასაქმებისათვის მზაობას , აკადემიური სტანდარტების მიღწევას,ხოლო მისი ინტერესების მეორადი სფეროებია:სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა,კითხვა,წერა და მათემატიკა.
         მე როგორც საწრეო მუშაობის ხელმძღვანელს გაცნობიერებული მაქვს ჩემი წვლილის მნიშვნელობა ამ წამოწყების წარმატებით განხორციელებაში.

      

Comments

Popular posts from this blog

მესამე დღის რეფლექსია