მოსწავლის შეფასება
მოსწავლის სახელი
და გვარი:სალომე მსხვილიძე
კლასი: III ე
პედაგოგი:ფიქრია
ტეფნაძე
__რამდენად
საინტერესო იყო შენთვის ბიზნეს-უნარჩვევების პროგრმაში მონაწილეობის მიღება?
__ჩემთვის ბიზნეს-უნარჩვევების პროგრამაში
მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო,რადგან ბევრი რამ გავიგე საზოგადოებისა და მისი
ფუნქციონერების შესახებ.
__რა მოგეწონა ყველაზე მეტად?
__ყველაფერი მმომეწონა ,განსაკუთრებით დონატების დამზადება და შემდეგ მისი
გაყიდვა, არჩევნები და ფულის ბრუნვა.
__რა არ მოგეწონა?
__გადასახადების ამკრეფს რომ მივეცი ფული.მაგრამ მერე მივხვდი რომ ამ ფულს
ჩემი და ჩემი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის
და კეთილდღეობისთვის ვიხდიდი.
__ რამდენად სახალისო იყო მუშაობა?
__მუშაობა ძალიან
სახალისო იყო .ჯგუფებში ვმუშაობდით ყველა ერთად ,ერთმანეთს ვეხმარებოდით და საქმეს
ვინაწილებდით.ყველაზე სახალისო იყო ფულის ბრუნვის შესწავლა სიმღერასთან ერთად.
__ რამემ თუ შეგიშალა ხელი?
__ხელი არაფერს
შეუშლია. მხოლოდ რამდენჯერმე გაგვიჭირდა სტიკერების აძრობა.
__რა ისწავლე ისეთი რაც არ იცოდი?
__ვისწავლე პროფესიის
არჩევისას საკუთარ შესაძლებლობებს რომ უნდა დავუკვირდე და ის პროფესია ავირჩიო რომელისთვისც
ყველაზე უკეთ გამომდის, ასევე ვისწავლე არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება , წარმოება, კონკურენციის დროს ინოვაცია რომ უნდა გავაკეთო. ასევე ვისწავლე რა
განსხვავებაა საჯარო და კერძო სამსახურს შორის . რატომ ვიხდით გადასახადებს?როგორ ბრუნავს
ფული საზოგადოებაში?
__როგორ შეაფასებდი მასწავლებლის მუშაობას?
__მასწავლებელი
აქტიურად მუშაობდა,დაწვრილებით გვიხსნიდა უცხო სიტყვების მნიშვნელობებს, გვაძლევდა
მითითებებს და გვესაუბრებოდა სხვადასხვა საკითხებზე.პასუხს გვცემდა შეკითხვებზე.
__თუ გაგიჩნდა სამომავლოდ ბიზნესმენობის სურვილი?
__რომ გავიზრდები
მინდა ბიზნესმენი გამოვიდე და მინდა მქონდეს შოკოლადის ქარხანა,სადაც ბევრ სხვადასხვანაირ
შოკოლადს დავამზადებ. თვეში ერთი დღე მექნება როცა მოხუცებს და უდედმამო ბავშვებს საჩუქრად
მივართმევ ჩემს შოკოლადებს.
__თუ ისურვებდი პროექტის გაგრძელებას?
ძალიან გამეხარდება
თუ კიდევ გაგრძელდება ბიზნესის გაკვეთილები.
Comments
Post a Comment