მშობლის შეფასება
1.__თქვენი სახელი და გვარი
__ ქეთი გელაშვილი.
2.__რომელ კლასშია თქვენი შვილი?
__III
ე
3.__თქვენი შვილის სახელი და გავრი
__თეკლა შავიძე.
4.__სანამ თქვენი
შვილი ჩაერთობოდა ბიზნეს უნარ-ჩვევების პროგრამით
გათვალისწინებულ საწრეო მუშაობაში ,თუ ფლობდით ინფორმაციას ამ პროექტის შესახებ?
__არ ვფლობდი.
5.__ვისგან შეიტყვეთ ამ პროექტის შესახებ?
__მასწავლებლისგან და ჩემიშვილისგან.
6.__თქვენი სურვილი იყო ამ საწრეო მუშაობაში მონაწილეობა,თუ
თქვენი შვილის?
__ორივეს სურვილი იყო.
7.__რა მოლოდინები გქონდათ ამ პროექტიდან?
__მოლოდინი მქონდა,რომ საინტერესო გაკვეთილები
იქნებოდა ,სადაც თამაშით ასწავლიდნენ და მიაწვდიდნენ ბავშვს ასაკისთვის შესაფერის ინფორმაციას.
8. __გაამართლდა თქვენი მოლოდინები?
__დიახ. შემიძლია ვთქვა რომ გაამართლდა.
9.__ მოსწონდა
თქვენს შვილს წრის შეხვედრებზე დასწრება?
__ძალიან მოსწონდა ,მოუთმენლად ელოდებოდა ბიზნესის
გაკვეთილებს და ბედნიერი იყო როცა ეს დღე დგებოდა.
10. __თუ გიზიარებდათ შთაბეჭდილებებს?
__შთაბეჭდილებებს თითქმის ყოველი მეცადინეობის
შემდეგ გვიზიარებდა მთელ ოჯახს. ჯერ კიდევ სკოლიდან სახლამდე გზაში ყვებოდნენ ბავშვები
მეცადინეობის სიახლეების შესახებ, მათ შორის ჩემი შვილიც.
11__.რა მოეწონა ყველაზე მეტად?
__დონატების წარმოება და მისი მოხატვა. ასევე სიმღერით
შესრულებული აქტივობა.
12. __რამ დააინტერესა?
__დააინტერესა არჩევნებში მონაწილეობამ.
13.__როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალურია
ამ წრის ფუნქციონირება?
__ვფიქრობ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების
ასამაღლებლად და მომავალი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.
14. __როგორ შეაფასებთ მასწავლებლის მუშაობას?რამდენად შედეგიანი და ნაყოფიერი
იყო თქვენი შვილისთვის?
__მასწავლებელი ძალიან დიდი მონდომებით და ხალისით
ატარებდა მეცადინეობებს,ქმნიდა საინტერესო და სახალისო განწყობას, რაც აისახებოდა მეცადინეობიდა
გამოსული ბავშვებს განწყობაზეც.
15.__როგორ ფიქრობთ გაუჩნდა თქვენს შვილს ბიზნესინტერესები?
თუ საუბრობს მომავალ პერსპექტივებზე?~
__კი ოცნენობს სამხატვრო სახელოსნოზე.
Comments
Post a Comment