მასწავლებლის რეფლექსია


დანართი 1.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ფიქრია ტეფნაძე

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 23.03.2017წ. 
                                                                 30.03.2017წ;
                                                                 06.04.2017წ;  
                                                                 13.04.2017წ;
                                                                 03.05.2017წ;
                                                                 01.06.2017წ;
შეხვედრის / შეხვედრების თემა: ჩვენი საზოგადოება

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი:
 მოსწავლეები შეძლებენ:
·         განმარტონ ტერმინები: „წარმოების პროცესი“ , „პროდუქტი|“ , „საქონელი“ ,  „მომსახურება“;
·         ინოვაციურად მიუდგნენ პროდუქციის წარმოების პროცესს;
·         ახსნან, რომ საზოგადოების წევრები, ადამიანები, ფულს შრომის შედეგად იღებენ;
·         განსაზღვრონ და ერთმანეთისგან განასხვაონ კერძო და საჯარო სამსახურები;
·         ახსნან,თუ როგორ ეხმარება გადასახადები საჯარო მომსახურების მიწოდებას.
·         პრაქტიკულად გაიარონ გადაწყვეტილების მირების პროცესი;
·         გააცნობიერონ, რომ ხმის მიცემა არის მოქალაქის ქმედება და შეიტანონ წვლილი საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
·         გაარჩიონ ერთმანეთისაგან ფულის სახეობები
·         აღწერონ ფულის მიმოქცევის პროცესი საზოგადოების ეკონომიკაში.
·         დაახასიათონ საზოგადოება
·         საკვანზო ტერმინების განმარტებას
·         გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა პროფესია  და გააცნობიერონ ყოველი მათგანისათვის საჭირო  უნარები;
·         განსაზღვრონ და ერთმანეთისგან განასხვაონ კერძო და საჯარო სამსახურები;
·         გაარჩიონ ერთმანეთისაგან ფულის სახეობები
·         აღწერონ წარმოებისა და ფულის მიმოქცევის პროცესი საზოგადოების ეკონომიკაში.
·         დაახასიათონ საზოგადოება
·         საკვანზო ტერმინების განმარტებას
·         გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა პროფესია  და გააცნობიერონ ყოველი მათგანისათვის საჭირო  უნარები;
·         განსაზღვრონ და ერთმანეთისგან განასხვაონ კერძო და საჯარო სამსახურები;
·         გაარჩიონ ერთმანეთისაგან ფულის სახეობები
·         აღწერონ წარმოებისა და ფულის მიმოქცევის პროცესი საზოგადოების ეკონომიკაში.






ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია მოსწავლეებისთვის იმ უნარების განვითარება, რომლის  საფუძველზეც ისინი მომავალის ეკონომიკის განვითარებას შეძლებენ.         ჩემი საწრეო მუშაობა ეხება ამ პროგრამის ფარგლებში კურსს,რომელსაც ჰქვია „ჩვენი საზოგადოება“. ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც  ხელს უწყობს დასაქმებისათვის მზაობას , აკადემიური სტანდარტების მიღწევას,ხოლო მისი ინტერესების მეორადი სფეროებია:სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა,კითხვა,წერა და მათემატიკა.
         მე როგორც საწრეო მუშაობის ხელმძღვანელს გაცნობიერებული მაქვს ჩემი წვლილის მნიშვნელობა ამ წამოწყების წარმატებით განხორციელებაში.
  


   გაკვეთილებზე ვმუშაობდი აქტიურად,აქტივობები კარგად მოერგო მოსწავლეთა ინტერესებს.ვგრძნობდი რა მოსწავლეთა დაინტერესებას ვცდილობდი არ დამეგდო მათთვის მოტივაცია და მაქსიმალურად ჩართულნი ყოფილიყვნენ საგაკვეთილო პროცესში,რაც ვფიქრობ კარგად გამომივიდა.მოსწავლეებს არ ეძლეოდათ საშინაო დავალება სახლში შესასრულებლად, ამიტომ შეხვედრების ბოლოს თითოეული საკვანძო ტერმინისა და ახალი თემების  შეჯამება-შეფასებას ვახდენდით, მოსწავლეები აქტიურად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებებს.
ვთვლი, რომ მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს მიაღწიეს.კარგად გაიგეს თუ როგორ შეაქვს თითოეული ადამიანის წვლილი საზოგადოების ფუნქციონირებაში. გააცნობიერეს საკუთარი როლიც საზოგადოებაში. მიხვდნენ რომ თითოეული მათგანის მოქმედება ქმნის საზოგადოების ხარისხს. დაიწყეს დაკვირვება საკუთარ უნარებზე, დაუსვეს საკუთარ თავს შეკითხვა „რისი უნარი შესწევთ? „რა გამოსდით ყველაზე უკეთ?“ დაფიქრდნენ თუ რომელი პროფესიის დაუფლებას შეძლებდნენ,ზოგიერთმა აღმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.
კარგად აითვისეს ტერმინები. განასხვავეს საჯარო და კერძო სამსახური ერთმანეთისგან.იმსჯელეს ფულის სახეობებზე. გავაკეთეთ ლითონის მონეტების კატალოგი, სადაც ყოველი კუპიურა შევაგროვეთ. ჯგუფური მუშაობები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.განსაკუთრებით მოეწონათ ტკბილი დონატების წარმოება. თითოეული კმაყოფილი დარჩა საკუთარი შექმნილი პროდუქციისგან მირებული ანაზღაურებით,თუმცა არ მოეწონათ როდესაც გადასახადების გადახდის აუცილებლობა დაუდგათ.მაგრამ როდესაც გააცნობიერეს საჯარო მოხელის შრომის აუცილებლობა თავისუფლად გაიღეს შემოსავლიდან თანხა გადასახადებისთვის. გაუჩნდათ საინტერესო ბიზნესინიციატივები.უმრავლესობამ დასახა სამომავლო ბიზნეს გეგმები.ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფულის ბრუნვის აქტივობა მუსიკის თანხლებით,მოეწონათ და გააქტიურდნენ არჩევნებში და გადაწყვეტილებების მიღებაში. აღმოაჩინეს რომ თურმე ყოველდღიურ ცხოვრებაში იღებენ გადაწყვეტილებას და გააცნობიერეს მოქლაქის როლი არჩევნებში.  ხმათა უმრავლესობით მიღებული არჩევანის აღიარება გაუჭირდათ იმ მოსწავლეებს რომლებსაც სხვა არჩევანი ჰქონდათ გაკეთებული. აქ დამჭირდა საჭიროზე მეტი დროის დახარჯვა რომ ხმათა უმრავლესობით მიღებული  გადაწყვეტილების პატივისცემის მნიშვნელობა გაეგოთ და შეგუებოდნენ.



პირველ გაკვეთილზე სამოქმედო გეგმაში დამერღვა დროის მენეჯმენტი. რადგან გათვლილზე მეტი დრო დასჭირდა პროფესიების გაცნობას. სიღრმისეულად რომ გააცნობიერონ პროფსიები ვფიქრობ ერთი გაკვეთილი უნდა დაეთმოს მხოლოდ ამ თემას. ამიტომ შემაჯამებელ გაკვეთილში დიდი დრო დავუთმე პროფესიების განხილვას. ჯგუფური მუშაობის დროს სიძნელეებს ქმნიდა სამუშაო სტიკერების  გამოცალკავება. რამდენჯერმე მიხდებოდა ინსტრუქციების გაცემა. ხარვეზად ვთვლი იმას რომ ყველა მსურველის მოსაზრებები ვერ მოვისმინე .ამისთვის შეიძლებოდა  წერილობითი აქტივობის გამოყენება.(თუნდაც 3.2.1)























Comments

Popular posts from this blog

მეექვსე დღის რეფლექსია

მესამე დღის რეფლექსია