მშობლის შეფასება

1.__თქვენი სახელი და გვარი
  __ ქეთი გელაშვილი.
2.__რომელ კლასშია თქვენი შვილი?
   __III
3.__თქვენი შვილის სახელი და გავრი
    __თეკლა შავიძე.
4.__სანამ  თქვენი შვილი ჩაერთობოდა  ბიზნეს უნარ-ჩვევების  პროგრამით  გათვალისწინებულ საწრეო მუშაობაში ,თუ ფლობდით ინფორმაციას ამ პროექტის შესახებ?
__არ ვფლობდი.
5.__ვისგან შეიტყვეთ ამ პროექტის შესახებ?
   __მასწავლებლისგან და ჩემიშვილისგან.
6.__თქვენი სურვილი იყო ამ საწრეო მუშაობაში მონაწილეობა,თუ თქვენი შვილის?
  __ორივეს სურვილი იყო.
7.__რა მოლოდინები გქონდათ ამ პროექტიდან?
  __მოლოდინი მქონდა,რომ საინტერესო გაკვეთილები იქნებოდა ,სადაც თამაშით ასწავლიდნენ და მიაწვდიდნენ ბავშვს ასაკისთვის შესაფერის ინფორმაციას.
8. __გაამართლდა თქვენი მოლოდინები?
   __დიახ. შემიძლია ვთქვა რომ გაამართლდა.
9.__ მოსწონდა  თქვენს შვილს წრის შეხვედრებზე დასწრება?
   __ძალიან მოსწონდა ,მოუთმენლად ელოდებოდა ბიზნესის გაკვეთილებს და ბედნიერი იყო როცა ეს დღე დგებოდა.
10. __თუ გიზიარებდათ შთაბეჭდილებებს?
   __შთაბეჭდილებებს თითქმის ყოველი მეცადინეობის შემდეგ გვიზიარებდა მთელ ოჯახს. ჯერ კიდევ სკოლიდან სახლამდე გზაში ყვებოდნენ ბავშვები მეცადინეობის სიახლეების შესახებ, მათ შორის ჩემი შვილიც.
11__.რა მოეწონა ყველაზე მეტად?
   __დონატების წარმოება და მისი მოხატვა. ასევე სიმღერით შესრულებული აქტივობა.
12. __რამ დააინტერესა?
     __დააინტერესა არჩევნებში მონაწილეობამ.
13.__როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია და აქტუალურია ამ წრის ფუნქციონირება?
  __ვფიქრობ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და მომავალი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.
14. __როგორ შეაფასებთ  მასწავლებლის მუშაობას?რამდენად შედეგიანი და ნაყოფიერი იყო თქვენი შვილისთვის?
   __მასწავლებელი ძალიან დიდი მონდომებით და ხალისით ატარებდა მეცადინეობებს,ქმნიდა საინტერესო და სახალისო განწყობას, რაც აისახებოდა მეცადინეობიდა გამოსული ბავშვებს განწყობაზეც.
15.__როგორ ფიქრობთ გაუჩნდა თქვენს შვილს ბიზნესინტერესები? თუ საუბრობს მომავალ პერსპექტივებზე?~
   __კი ოცნენობს სამხატვრო სახელოსნოზე.
















Comments

Popular posts from this blog

მესამე დღის რეფლექსია

მასწავლებლის რეფლექსია

მეექვსე დღის რეფლექსია